ორშაბათი, აპრილი 28, 2025
spot_img
HomeგანათლებაErasmus+ გაცვლითი პროგრამით კიდევ არაერთმა ბოლნისელმა ისარგებლა

Erasmus+ გაცვლითი პროგრამით კიდევ არაერთმა ბოლნისელმა ისარგებლა

ახალი მეგობრები, თავგადასავლები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება, ასეთ შესაძლებლობებს სთავაზობს ახალგაზრდებს  გაცვლითი პროგრამები. ერთ-ერთი Erasmus+, რომლითაც არაერთმა ბოლნისელმა ისარგებლა. ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“-ს(ხელმძღვანელი დავით დონერიანი) დახმარებით ბოლნისელი ახალგაზრდები სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფებოდნენ, საიდანაც ემოციებით და შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.  აღნიშნული ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა,    რამდენიმე თვის წინ შექმნა  ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ახალგაზრდები ბოლნისისთვის’’, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციას, არაფორმალური განათლების კუთხით მეტ ინფორმირებას,  პროექტებში და აქტივობებში ჩართვას ემსახურება.

-მე გახლავართ დავით დონერიანი, 31 წლის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა”-სა და აწ უკვე “ახალგაზრდები ბოლნისისთვის” თავმჯდომარე. ეს ორგანიზაციები  ძირითადად მუშაობენ ახალგაზრდების მიმართულებით, ადამიანის უფლებებზე და ასევე  გაცვლით პროგრამებზე. “ახალგაზრდა თაობა” დავაფუძნე 2013 წელს და  2015 წელს  მიწვეული ვიყავი ტრენერთა ტრენინგზე, რომელიც  ჩატარდა უკრაინაში და გავხდი ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული ტრენერი არაფორმალურ განათლებაში.  მონაწილეობა მივიღე რამოდენიმე ათეულ გაცვლით პროგრამაში და ორგანიზება გავუწიე არაერთ პროექტს. ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხება დაახლოებით 250 Erasmus+ პროექტი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი თავი, ქვეყანა, ტრადიციები, კულტურა და რაც მთავარია, ჩვენი ტკივილი – ოკუპაცია. ორგანიზაციას ჰქონდა და აქვს პროექტები როგორც მეზობელ, ისე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. Erasmus+  – ეს არის 3 ტიპის პროგრამა – Youth Exchange, Training Course და ESC (EVS) – ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტი, მოხალისეობრივი საქმიანობის განხრით.

Erasmusi+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში, რომელიც მობილობასა და თანამშრომლობის შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით იძლევა.

„ჩვენი ორგანიზაცია ბოლო რამოდენიმე პროექტზე წარსდგა ბოლნისის ახალგაზრდების წარმომადგენლების სოლიდური რაოდენობით.  პირველი აპლიკანტი იყო კაზრეთელი ნიჭიერი ახალგაზრდა მათე გავაშელი, რომელმაც არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ჩართო  პროექტებში. ჩვენი ორგანიზაციის შემდეგი აღმოჩენა კი იყო ბოლნისელი მარიამ მახაშვილი, რომელმაც 15-მდე ახალგაზრდა შეკრიბა – ცოტნე მეტრეველი, დავით ჯანაძე, იაგო რეხვიაშვილი, ანი ჯაჯანიძე, ელენე ბერიშვილი, ლიზი ტატიშვილი, ნინი ჩაჩანიძე და რამოდენიმე სხვა.“

ცოტნე მეტრეველი, პროგრამის მონაწილე:

-სწორედ “Erasmus+” გაცვლითი პროგრამის მეშვეობოთ ვიმყოფებოდი სომხეთში, ქალაქ ერევანში. საქართველოდან რვა ბავშვი ვიყავით, აქედან სამი ბოლნისელი. ერევანში გაცვლით პროგრამაზე სტუდენტები იყვნენ რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობდით ერთ სასტუმროში, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთის კულტურა და წარმომავლობა. ამავდროულად ძალიან გვეხმარებოდა და საინტერესო იყო ტრენინგები, რომლებიც ყოველდღე გვიტარდებოდა.   გვქოდნა იმის საშუალებაც, რომ წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა, კულტურა და ენა. ქართულ ჯგუფში აფხაზეთიდან გვყავდა წარმომადგენელი და გადავწყვიტეთ საქართველოს და ქართველი ერის ტკივილი აფხაზეთის თემით წარმოგვეჩინა და დაგვენახვებინა მათთვის ჩვენი თვალით დანახული   რეალობა. საქართველო აფხაზეთია – ასე ერქვა თემას, რომელიც უცხოელებს გავაცანით. “Erasmus+” პროგრამას აქვს უამრავი დადებითი მხარე და რამდენიმეს გამოვყოფდი: პირველი – იძენ ახალ მეგობრებს, მეორე – შენს ქვეყანას აცნობ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მესამე – ხვეწავ ინგლისურ ენას, რადგან პროექტის მიმდინარეობა ძირითადად ხდება ინგლისურად. “Erasmus+” გაცვლითმა პროგრამამ მომცა მოტივაცია, კიდევ მიმეღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში, ივლისის თვეში მივემგზავრები დანიაში, სადაც ვაპირებ კიდევ ერთხელ გავიტანო ჩემი ქვეყნის სახელი და მისი ღირსეული წარმომადგენელი ვიყო. მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს დავით დონერიანს, გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.

ელენე ბერიშვილი, პროგრამის მონაწილე:

-Erasmus+  და ორგანიზაცია Young generation-ის ორგანიზებით, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოდან განვახორციელეთ ვიზიტი სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პროექტის სახელწოდებით: Achieving inclusion through young wellness, რომელიც მოიცავდა ოთხ ქვეყანას: საქართველო, სომხეთი, პოლონეთი და რუმინეთი. ეს ვიზიტი დიდი გამოცდილებაა  არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ახალგაზრდისთვის იქნება მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება არაჩვეულებრივი გამოწვევა. პროექტი და ორგანიზაცია აძლევს თითოეულ ახალგაზრდას შესაძლებლობას, რომ გაიფართოვოს ცოდნის არეალი ამა თუ იმ ქვეყანაზე, მათ კულტურაზე, ცხოვრების წესზე, ურთიერთობებზე, აქტიურ ცხოვრებაზე და ა.შ. სომხეთში გატარებული ათი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა, მოვინახულეთ  ღირსშესანიშნაობები, განვახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეცნო ერთმანეთი და გაგვეცვალა ინფორმაცია ჩვენი ქვეყნებისა და კულტურის შესახებ, ასევე განგვევითარებინა ახალი უნარები. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ‘’კულტურული საღამო“, რომელზეც პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციები, ისტორია, ჩვენი ცხოვრების კულტურა და ა.შ. სხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა მეტი ინფორმაცია მიიღეს და გამოთქვეს სურვილი საქარველოში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყნის ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. მინდა აღვნიშნო, რომ ზაფხულში განხორციელდება ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, პოლონეთში,  მიხარია, რომ ვარ ერთ-ერთი მონაწილე და მაქვს შესაძლებლობა მოვინახულო ახალი ქვეყანა. ყველანაირად ვეცდები, რომ წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და გავუზიარო ახალ მეგობრებს საინტერესო და დადებითი ინფორმაცია საქართველოზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთხელ მიღებული საინტერესო გამოცდილება გვაძლევს სტიმულსა და მოტივაციას,  ვაკეთოთ და შევიმეცნოთ მეტი, მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს,  აუცილებად მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რადგან თითოეული მათგანი იმსახურებს  იმ დადებით ემოციას, რაც ახალ გამოცდილებას მოაქვს . მადლობა მინდა გადავუხადო Erasmus+-სსა და ორგანიზაცია young generation-ს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები