ოთხშაბათი, აგვისტო 3, 2022
Google search engine

სპორტი

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გამართულ ტურნირში ბოლნისელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა

2021 წლის 3-4 დეკემბერს ქ.თბილისში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გამართულ ტურნირში ბოლნისელმა გიგა შავაძემ გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის, პირველ საერთაშორისო ტურნირში ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტსმენმა უპირატესობა მოიპოვა, ამ გამარჯვებაში კი გიგა შავაძემ გარდამავალი თასი, მედალი და პირველი ხარისხის...

ფრიდონ გიგანის მორიგი წარმატება

საქართველო ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ უფაში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წევრი ბოლნისელი ფალავანი, ფრიდონ გიგანი გახლავთ.

ბოლნისის ,,სიონი” ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულია

თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე ბოლნისის ,,სიონმა", საფეხბურთო კლუბი ,,გაგრა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და კრისტალბეთ ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. ,,გაგრას" კარში გოლები გიორგი ივანიაძემ და თომა ტაბატაძემ გაიტანეს. ,,სიონმა" ამ გამარჯვებით ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო და ახალი სეზონიდან...

ბოლნისის ფრენბურთის გოგონათა ნაკრებმა, 2021 წლის საქართველოს თასის გათამაშებაში,მე-3 ადგილი დაიკავა

ბოლნისის ფრენბურთის გოგონათა ნაკრებმა, 2021 წლის საქართველოს თასის გათამაშებაში,მე-3 ადგილი დაიკავა. ქალაქ თბილისში გამართულ ტურნირზე, სადაც მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა, ბოლნისმა 3-0 დაამარცხა ცაგერი. გამარჯვებული სპორტსმენები ფულადი ვაუჩერებით, მედლებითა და დიპლომებით დასაჩუქრდნენ. მთავარი მწვრთნელი დავით ჯანაძე.

„სიონი“ ეროვნული ლიგა 1-ის მოსაპოვებლად იბრძვის

  საფეხბურთო კლუბ „სიონმა“ ეროვნული ლიგა 1-ის მოპოვების მიზნით, შემართებით დაიწყო 2021 წლის სეზონი. მისია თითქმის შესრულებულია. გუნდმა 33 შეხვედრა გამართა, საიდანაც 24 მოგება, 6 წაგება და 3 ფრე აქვს. სატურნირო ცხრილში „სიონი“ „გაგრას“ ექვსი ქულით უსწრებს. ეროვნულ ლიგა 1-ში...

18 წლის საბა ხვადაგიანი ქვეყნის მთავარ ნაკრებში ითამაშებს

ბოლნისელი საბა ხვადაგიანი,საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალწვეულია.ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის იგი 26 კაციან განაცხადში შეიყვანა.როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მისთვის მოულოდნელი და ემოციური იყო. მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თამაში.

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია,...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

 ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა,  90 კილოგრამამდე კატეგორიაში ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა.  დედოფლისწყაროელმა ფალავანმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი  ვაზარით დაამარცხა.   სრულიად საქარველოს ვულოცავთ დამსახურებულ ოქროს მედალს.

ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გადხა. ალექსანდრე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, ვინც 1000მ ოლიმპიური დისტანცია მოიგო. აღნიშნულ ჩემპიონატზე კიდევ ორი ქართველი, ლიდია სულაბერიძე და მურმან მალანია ასპარეზობდნენ.

გურამ გიორბელიძე წლის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად დასახელდა

გაზეთ- „სარბიელის“ ტრადიციულ გამოკითხვაში, 81-მა სპორტულმა ჟურნალისტმა საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტ ფეხბურთელად ბოლნისელი სპორსტმენი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ წევრი გურამ გიორბელიძე დაასახელა.

პოპულარული სიახლეები

,,არის მომენტები, როცა სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გირჩევნია, მაგრამ ვიკრებთ...

 ცხოვრება სავსეა მოულოდნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან. შენს მოსწავლეებს დაანახე,...