ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში,   არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების, საჯარო განხილვა გაიმართა

0
79

 დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,  სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არსებული სოციალური სერვისების საბაზისო კვლევის შედეგების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელიც  CENN – ის დაკვეთით ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ მოამზადა. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კვლევის წარდგენის შემდეგ, სოციალური სერვისებისა და პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ პრეზენტაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა.

საზოგადოებისთვის   მოხდა პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ,, პარტნიორთა ჯგუფის“ გაცნობა, რომელიც 12 წევრისგან დაკომპლექტდა, მათგან 6 თვითმმართველობის, ხოლო დანარჩენი 6 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელია. ჯგუფი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე და საჭირო სერვისების დანერგვაზე იმუშავებს.

შეხვედრა  ,, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში CENN ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.