სამოქალაქო ,,ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

0
69

პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა დასრულდა.

კენჭისყრის შედეგად სულ შემოვიდა 3163 ხმა, აქედან 407 ხმა ქალაქ ბოლნისის საპროექტო წინადადებებმა, ხოლო 2756 ხმა სოფლებში განსახორციელებელმა იდეებმა მიიღო.

ქალაქ ბოლნისში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ორმა იდეამ მიიღო:
1.ქალაქ ბოლნისში კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება – 229 ხმა;

  1. ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით – 96 ხმა
    სოფლებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი შემდეგმა სამმა იდეამ დაიმსახურა:
  2. სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა – 803 ხმა
  3. სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად – 802 ხმა;
  4. სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა -306 ხმა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული საპროექტი წინადადებების განსახორციელებლად თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

„ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროეტებს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ. თანამონაწილეობითი კულტურის ამაღლების პროცესში კი პროექტს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.