გოგი მეშველიანი: ადგილობრივი საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობით შევძლებთ გამოწვევების დაძლევას

0
65

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ დისველში ადგილობრივების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომლებიც მუშაობენ სარწყავი წყლისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხებზე.

„პირველ რიგში მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თავად სოფელმა დაიწყო მუშაობა მათთვის მნიშვნელოვანი თემებისა და საჭიროებების გადასაწყვეტად. მსგავსი მიდგომებით, ადგილობრივი საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობით შევძლებთ გამოწვევების დაძლევას. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.