დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

0
83
დავით შერაზადიშვილი

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა და დეკანოზმა თეოდორე ცხოვრებაშვილმა აღავლინეს საზეიმო წირვა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო. მერმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და მათ ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. „თითოეულ მართლმადიდებელს ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს. ფერისცვალებას ჩვენი ოჯახებისთვის ბედნიერება და მშვიდობა მოეტანოს. ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიყვარულს, ურთიერთპატივისცემასა და სიკეთეს. დაე, უფლის ნათელი და წყალობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ფერიცვალება, მამა თეოდორე
ფერიცვალება, დედაო
ფერიცვალება, მამა ბესარიონი
ფერიცვალება