სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა ბოლნისის №1 საბავშვო ბაღში

0

სოფელ ბალიჭისა და დაბა კაზრეთის შემდეგ სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა ბოლნისის  №1 საბავშვო ბაღშიც. გეგმიური ტესტირების შედეგად, რომელიც ყოველ 2 კვირაში ტარდება,  გამოვლინდა კოვიდის დადასტურებული შემთხვევა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის სამსახურის სარეკომენდაციო წერილის თანახმად,  სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი 24 მარტიდან  6 აპრილამდე შეჩერდა.

„სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ბოლნისის თორმეტივე საბავშვო ბაღში დაიწყო, მაგრამ დაბა კაზრეთში დაფიქსირებული კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით  2 ბაღში სოფელ ბალიჭში და დაბა კაზრეთში სააღმზრდელო პროცესი 2 აპირილის ჩათვლით შეჩერდა, რაც შეეხება №1 საბავშვო ბაღს, წინა ტესტირებიდან მე-14 დღეს გეგმიური ტესტირების დროს დაფიქსირდა კორონა ვირუსის 1 შემთხვეა, რის გამოც სააღმზრდელო პროცესი 5 აპრილის ჩათვლით შეჩერდა. პრევენციის მიზნით მითითება მიეცა თითოეულ თანამშრომელს, განახორციელონ თვითმონიტორინგი ტემპერატურის გასინჯვა. ასევე მშობლებმა უნდა გაუზომონ ტემპერატურა ბავშვებს. ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ოჯახის ექიმს“. განაცხადა სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა გოგმაჩაძემ.

Share.

Leave A Reply