ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა

0

ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, ხოლო მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის პოპულაციის კალმახით დაათევზიანაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობის ერთწლიანი მოზარდი, „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახი და 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითი – ე.წ. “თვალების სტადიაზე” გაუშვეს.სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი. სააგენტო ასევე მუშაობს კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდაზე შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად.მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.

წყარო – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife

Share.

Leave A Reply