„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება

0

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის წელსაც 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი, პროექტების განსახორციელებლად, 100%-იანი დაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 1 428000 ლარი დაიხარჯება.„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოისმინეს მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები. ძირითად მოთხოვნად კვლავ სასმელი წყალი, შიდა გზების და გარე განათებების მოწყობა რჩება.მოსახლეობასთან შეხვედრები, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

Share.

Leave A Reply