საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,, ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს”

0

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,, ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს’’- ამ დევიზით, საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები კეთილი საქმისთვის კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ, მათ კულტურის სახლის ფოიეში საზოგადოება საშობაო გამოფენა – გაყიდვაზე მიიპატიჟეს. მოსწავლეებმა საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები ამჯერად მათი თანატოლის დასახმარებლად დაამზადეს, გამოფენა – გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა, შემოსული თანხა საბა გომართელის ანგარიშზე გადაირიცხება. საბა სიმსივნეს ებრძვის და სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა.

Share.

Leave A Reply