ძველი გერმანული დასახლება შემოდგომის ფერებში – მხატვრის საჩუქარი მთავარ ბიბლიოთეკას

0

კედელზე ხატვა3ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის კედელზე რამოდენიმე დღეში ულამაზესი პანო გაჩნდება, რომელსაც მკვიდრი ბოლნისელი, წლების მანძილზე ემიგრანტი ქალბატონი სვეტლანა ქუქჩიშვილი შეასრულებს და მთავარი ბიბლიოთეკის ფოიეში გამოყოფილ 1.5X3 მ ზომის კედელზე ძველი გერმანული დასახლების თემას შემოდგომის ფერებში გააცოცხლებს. ქალბატონი სვეტლანა დიდი ხანია საბერძნეთში მოღვაწეობს და საბერძნეთის მხატვართა საპატიო წევრია. იგი გულით უძღვნის ამ საჩუქარს ბოლნისს და ბოლნისელებს.

„მსოფლიოს ყველა ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ ბოლნისისნაირი ქალაქი არსად მინახავს, აქ ყველაზე დიდი კულტურის მატარებელი ხალხი ცხოვრობს, რომელთაც უდიდესი სიყვარული შეუძლიათ. აქ ადამიანი გაცნობილი არ გყავს, რომ იცი როგორი სიყვარულით ჩაგეხუტება. მიყვარს ბოლნისი და ბოლნისელები და მათ ჩემგან ეს მოკრძალებული საჩუქარი.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან ქალბატონმა სვეტლანა. მას მუშაობაში ახალგაზრდა მოყვარულიმხატვარი გიორგი არჯევანიძე ეხმარება. ავტორის ვარაუდით,ნახატი საბოლოო სახეს ორ კვირაში მიიღებს.კედელზე ხატვა1
კედელზე ხატვა2

Share.

Comments are closed.