ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ერთი ნაგავსაყრელი მოემსახურება

0

130telavvvქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული  სანიტარული ნაგავსაყრელი მოეწყობა. რეგიონული ნაგავსაყრელი, რომელიც მხარის რამდენიმე მუნიციპალიტეტს მოემსახურება მარნეულში განთავსდება. დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის  ნარჩენების გადასატვირთ სადგურზე თავმოყრილი ნაგავი საბოლოოდ მარნეულის ნაგავსაყრელზე განთავსდება. 

2014 წლის შემოდგომისათვის დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება/წარდგენა, რომლის საფუძველზეც 2015 წლიდან განხორციელდება სამშენებლო და დახურვის სამუშაოები. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის დასაწყისისათვის.

ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების მართვის კუთხით EBRD 14 მილიონი ევროს ღირებულების სამუშაოებს დააფინანსებს.

 

Share.

Comments are closed.