სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის პრინციპი შეიცვლება

0

N1388573463735886“სასწრაფო დახმარების სამსახურის ეფექტურ მუშაობას ხელს უშლიდა ორი ტიპის მიზეზები, პრობლემები, ეს იყო ტექნიკური და საავტომობილო პარკის. ეს პრობლემა გვარდება, კონტრაქტი გაფორმებულია და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება ავტოპარკი. ხოლო მეორე პრობლემა იყო რეგულაცია, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდები. ეს მოთოდოლოგიაც დავამუშავეთ და ვფიქრობთ, რომ მალე შემოვიტანთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ იქნება გეოგრაფიულ მისაწვდომობაზე გათვლილი და არა ადმინისტრაციულ მისაწვდომობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდება პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Share.

Comments are closed.