სამსხვრევების ამუშავება

0

10545138_10204172989104981_1510969488_oRMG GOLD-ის სამსხვრევები განლაგებულია საყდრისის გროვული გამოტუტვის მოედნების ტერიტორიაზე, კერძოდ კი, კომპანიის სალიცენზიო ფართობის ჩრდილოეთით. სამსხვრევების ამუშავებამდე კომპანიამ გაიარა ყველა აუცილებელი პროცედურა და მიიღო საჭირო ნებართვები. კერძოდ,  სამსხვრევებისა და გამოსატუტი მოედნების მშენებლობის ნებართვა გაცემულია დმანისის რაიონის გამგეობისგან,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტროსგან კი მიღებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კომპანიას  უფლებას ანიჭებს იმუშაოს მხოლოდ  მკაცრად დადგენილი  ნორმებისა და შესასრულებელი ვალდებულებების გათვალისწინებით.

მოცემულ დოკუმენტებში დაწვრილებით არის გაწერილი სამსხვრევების ექსპლუატაციის პირობები, მათი შესრულება მკაცრად კონტროლდება როგორც  კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის, ასევე თავად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შესრულებისას შედგა ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის კონცენტრაციებისა და ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების პროექტები, რომლებიც შეთანხმებული და დამტკიცებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ  კომპანიას ნებადართული აქვს  გარკვეული რაოდენობის წყლის ჩაშვება მდინარეში, წყლის გადინება საერთოდ არ ხდება გარემოში.  რაც შეეხება ჰაერში მტვერის გაფრქვევას, ყოველ კვირას სპეციალური ხელსაწყოებით ხდება გაფრქვეული ოდენობის  გაზომვა და მისი კონტროლი.

სამსხვრევებში ხდება საყდრისის კვარციტული მადნის დამუშავება, რომელიც შემდგომ  სპეციალურად მომზადებულ მოედნებზე განთავსდება,  ბოლოს  კი ხდება მათი  ციანიდით გამოტუტვა. ჩაშვებისა და გაფრქვევის ლიმიტები მკაცრად არის განსაზღვრული გარემოს დაცვის სამინისტროსგან და  კომპანია მოქმედებს მათი გათვალისწინებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – სამსხვრევები დასახლებული პუნქტიდან, სოფელ ბალიჭიდან, დაშორებულია 1400 მეტრით. ეს მანძილი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ სოფლამდე არ მიაღწიოს ნორმით დაშვებულ რაოდენობაზე მეტმა  მტვერმა და ხმაურმა.  ზემოქმედება  დასახლებულ პუნქტზე დაყვანილია მინიმუმამდე. ხმაურის თვალსაზრისით ოთხივე მხრიდან სამსხვრევები შემოსაზღვრულია მთათა სისტებით, რაც ბუნებრივად გამორიცხავს შემაწუხებელი ხმაურის გავრცელებას.

წყარო: RMG სიახლეები

Share.

Comments are closed.