საკრებულოს სხდომაზე გამგეობის დებულებები დამტკიცდა

0

10557087_754893121238476_7208152999799085170_oსხდომის მეორე ნაწილს მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო, რომელმაც თვითმმართველობის ახალ კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა და გამგეობის დებულებების დამტკიცება საკრებულოსაგან ითხოვა, კერძოდ, გამგეობის დებულების, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის,  საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულებები.

ცვლილება, რომელიც სოფლის რწმუნებულებს შეეხო განხილვის თემა გახდა.

,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ წევრმა სოფიო ლარცულიანმა კანონში შესულ ცვლილებაზე უკმაყოფილება გამოთქვა:

„გვქონდა შენიშვნები საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე სოფლის რწმუნებულთან დაკავშირებით. ადგილზე რწმუნებულის აპარატის გაძლიერების  ნაცვლად, სამსახური გაუქმდა. მოსახლეობას ყველა ინფორმაციაზე მოუწევს მუნიციპალიტეტში სიარული, რასაც მათი მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვება. მე მიმაჩნია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.“

შენიშვნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა განმარტა, რომ ადგილზე შემუშავდება გარკვეული სამუშაო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დარეგულირდება აღნიშნული პრობლემა.

დეპუტატებმა კენჭი უყარეს ადმინისტრაციული ერთეულების შექმნასა და ტერიტორიული საზღვრების დადგენას. ასევე მოხდა გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრა.

Share.

Comments are closed.