რუსეთი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს ზრდის

0

დანელია„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ამ მხრივ, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს „როსსელხოზნადზორის“გადაწყვეტილება გაზარდოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაშვებულიმცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„როსსელხოზნადზორის“ უფროსის მოადგილის, ალექსანდრ საურინი წერილში მადლობას უხდის ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აცნობებს, რომ “როსსელხოზნადზორი” თანახმაა, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, 2014 წლის 9 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის,საზამთროსადანესვისექსპორტი.  

“როსსელხოზნადზორის” წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში სტუმრობდნენ. მათ სურსათის ეროვნული სააგენტოსსპეციალისტებთანერთადჩაატარესსაექსპორტოპარტიებისფიტოსანიტარიულიკონტროლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეცნენ საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესს.შესაბამისიგადაწყვეტილებარუსეთისვეტერინარულიდაფიტოსანიტარიულიკონტროლისფედერალურმასამსახურმა სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მიიღო.

გასულიწლის 28 ივნისიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირიდაა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან  რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი.

2014 წლის 26 მაისიდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები დაემატა; 9 ივლისიდან კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რუსეთის ფედერაციაში  ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა, საზამთრო და ნესვი გაიტანონ.

სულ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში  3 ათას ტონამდე კურკოვანი ხილის ექსპორტი განხორციელდა.

 

Share.

Comments are closed.