ლაგოდეხში მყარი ნარჩენების მართვის თემაზე მედია სემინარი გაიმართა

0

10359014_795840577145368_3644917147020423335_o3-4 ივლისს ლაგოდეხი მედია სემინარს მასპინძლობდა მყარი ნარჩენების მართვის თემაზე. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტები აღმოსავლეთ საქართველოდან. 

სემინარი გაიმართა პროექტ „დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” (ფაზა II) ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოვიჟენი” და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, შვედეთის საერთაშორისო განვითარების (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, მყარი ნარჩენების კომპანიის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნარჩენების მართვაში, ევროკავშრის რეგულაციების ძირითდი პრინციპები, „ნარჩენების მართვის კოდექსის” ძირითადი ასპექტები, მყარი ნარჩენების კომპანიის მიზნები და ამოცანები, განვითარების სტრატეგია – აღნიშნულ თემებზე ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტებს სფეროს ექსპერტები აცნობდნენ ინფორმაციას.

ჟურნალისტებმა ლაგოდეხის ეროვნულ პარკში ტურისტული ბლიკი დაასუფთავეს. სემინარის დასასრულს მონაწილეებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ სერთიფიკატები გადასცა.

10374032_848032608560056_354418919816449755_n

 

 

 

Share.

Comments are closed.