ირანის დელეგაცია სტუმრად RMG-ში

0

10545596_10204172998865225_1031339704_o1 ივლისს, კომპანია RMG-ის ირანის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი სამდღიანი ვიზიტის ძირითადი მიზანი საწარმოს მუშაობის სპეციფიკის უკეთესად გაცნობა და კომპანიის მიერ გატარებული გარემოსდაცვით ღონისძიებებზე დაკვირვება იყო. 12-კაციანმა დელეგაციამ, რომელიც სახელმწიფო უწყებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აერთიანებდა, დაათვალიერეს საწარმოს კარიერი, კვარციტული მადნების გამოსატუტი მოედნები და  ქიმიური ლაბორატორია.

ბაკურ კიკიძე (სამთო-გეოლოგიური პროექტის მენეჯერი) – „კომპანია RMG ამ დღეებში ირანის 12-კაციან დელეგაციას მასპინძლობდა. სამი დღის განმავლობაში  ვცდილობდით, რომ  ჩვენი გამოცდილება მაქსიმალურად გაგვეზიარებინა და საწარმოს დათვალიერებით პრაქტიკულად გვეჩვენებინა  ყველაფერი ის, რაც მათ აინტერესებდათ. მათი დაკვირვების ძირითადი სფერო იყო გარემო და სამთო საქმის პარალელურად, მწვანე საფარის მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით შეძლებისდაგვარად გავაცანით საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები და სამუშაო პროცესის დათვალიერებით ვუჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება  კანონის დაცვით მოქმედებდეს წარმოება. ვიზიტის დასასრულს ჩვენმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ნანახ გამოცდილებას გაიზიარებდნენ თავის ქვეყანაშიც.“

როშანაქ ზექრი (ირანის მადნების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი)- „პირველად ვარ  საქართველოში და შესაბამისად, თქვენს საწარმოშიც. ჩვენს ქვეყანაში მონაწილეობას ვღებულობ სამთო კანონმდებლობის ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების მომზადებაში. რეგულარულად ვურთიერთობ იმ სფეროებთან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სამთო სფეროსთან. მაგრამ ის, რაც ვნახე საქართველოში, მადნების სფეროსა და გარემოს დაცვით ორგანიზაციებს შორის ასეთი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ძალიან კარგია და დადებითად ვუყურებ ამას. სამთო სფეროს განვითარებას დიდი სიმდიდრის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, მაგრამ ამასთანავე არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, რომ ყურადღება მოვადუნოთ გარემოს დაცვით საკითხებში. უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი. ბოლო 20 წლის მანძილზე ირანმა დიდი ყურადღება მიაქცია არანავთობური სფეროს – მდიდარი მეტალების განვითარებას, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი კინკლაობა და შეხლა-შემოხლა არის ამ სფეროს წარმომადგენლებსა და გარემოს დაცვით ორგანიზაციებს შორის. ყველა ვცდილობთ, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ უმტკივნეულოდ. ამიტომ, აქ ჩამოსულ დელეგაციაში არიან ყველა სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს, თუ რა დიდი მასშტაბებით ხდება ამ სფეროს განვითარება გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილების პარალელურად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც დღევანდელი სტუმრობა, ასევე  სხვა მოსალოდნელი ვიზიტი, ორივე ქვეყანას ძალიან წაგვადგება მომავალში. საბოლოოდ, ძალიან წარმატებული შეხვედრა გამოვიდა.  დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის.“

შაჰნაზ ნავაი (ირანის არასამთავრობო ორგანიზაცია „მადნების სახლის“ მთავარი მრჩეველი)- „ ჩვენი ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი იყო, გავცნობოდით მადნების სფეროს და ამ სფეროსთან კავშირში ბუნებრივ რესურსებსა და გარემოს დაცვით საკითხებს. გვქონდა ინფორმაცია, რომ მსგავსი საკითხები კარგად რეგულირდება საქართველოში. ჩვენი სურვილი იყო, ყოველივე ეს გვენახა ჩვენი თვალით, გავცნობოდით თქვენს გამოცდილებასა და ირანში გვეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება იმუშაო სამთო სფეროში და ამასთანავე დაიცვა გარემო. გარდა ამისა, ძალიან გვაინტერესებს ის კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები, რაც არეგულირებს ამ ორი სფეროს ურთიერთობას, როგორც მადნების, ასევე გარემოსდაცვით საკითხებს. ეს გამოცდილება გვინდოდა გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნისთვისაც და მოგვიანებით აგვესახა შესაბამის კანონმდებლობაში. საქართველო – ეს არის საოცარი ქვეყანა თავისი სტუმართმოყვარეობითა და ულამაზესი ბუნებით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას ასეთი მასპინძლობისათვის!“

წყარო: RMG სიახლეები

10536541_10204172998745222_1498720328_n 10536589_10204172998825224_1093105144_o

Share.

Comments are closed.