დავით სერგეენკო ქვემო ქართლის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

0

1912437_816466995039635_1829851026720084136_nდღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე ქვემო ქართლის რეგიონის ექიმებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა არსებული პრობლემები მოისმინეს და დამსწრე საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირების საკითხებზე და იმ სიახლეებზე, რაც დღეს ამ მიმართულებით ხორციელდება, კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში დამტკიცდება საექიმო სპეციალობების კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტები და მომზადდება სუბსპეციალობების ახალი პროგრამები.
საუბარი შეეხო სოფლის ექიმის განახლებულ პროგრამას (სოფლის ექიმის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა) და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალ სისტემას.
შეხვდერის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით შედგა. 10458649_816466708372997_4136029209430675009_n

„დიდი სურვილი მქონდა , რომ ქვემო ქართლის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შევხვედროდი, გამეგო მათი პრობლემების შესახებ. მე უდიდეს პატივს ვცემ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ დღენიადაგ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან. მოგეხსენდებათ, ხორციელდება რეფორმები , რომლებიც სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებას ემსახურებიან. აქტიურ ფაზაშია პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პროგრამა და რიგი სიახლეები, რომლთა განხორციელებაც სასიკეთოდ აისახება სამედიცინო მომსახურების ეფექტურობაზე. ამიტომ, გამიჩნდა სურვილი, რომ რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ბატონ დავით სერგეენკოს უშუალოდ გასაუბრეობდნენ. მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მინისტრმა. ძალიან შინაარსიანი და შედეგნიანი შეხვედრა შედგა. ბატონმა დავითმა მოცემულ სფეროში არსებულ აქტუალურ კითხვებს პირადად უპასუხა და რეგიონის ჯანდაცვისა და სოციალური მოსახურების წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტებიც გააცნო“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

გუბერნატორის განმარტებით, მისთვის, როგორც მხარის რწმუნებულისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა სამინისტროს მიერ დაწყებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პროგრამა, რომლის ძირითადი კომპონენტი სოფლის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მის მრავალმხრივ მხარადჭერას მოიცავს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ მაისიდან სოფლის ექიმის დაფინანსება 30%-ით გაიზარდა. ამასთან, გუბერნატორის ცნობით, ქვემო ქართლის სოფლებში ახალი ამბულატორიების მშენებლობა-დამონტაჟება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა აქტიურად მიმდინარეობს.

,,დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისკუსიას არსებულ პრობლემებზე და მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრის ამოცანა იყო ჩემს მიერ მოხსენების გაკეთება ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე საკითხების შესახებ, მათგან პრობლემების მოსმენა, ადგილზე გაცნობა და ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად გადაჭრა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Share.

Comments are closed.