29 ივნისს თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება

0

13233ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, 2014 წლის 29 ივნისს შემდეგ საარჩევნო უბნებში გაიმართება:

▪ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის – №25 და №57 საარჩევნო უბნები;

▪ №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის – №5 საარჩევნო უბანი;

▪ №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის – №4,  №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;

▪ №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის – №1 საარჩევნო უბანი;

▪ №55 ხონის საარჩევნო ოლქის – №22 საარჩევნო უბანი;

▪ №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის – №2 და №5 საარჩევნო უბნები;

▪ №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის – №32 საარჩევნო უბანი;

▪ №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის – №103 საარჩევნო უბანი;

▪ №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის – №34 საარჩევნო უბანი.

Share.

Comments are closed.