წაქცეულმა ხემ საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა

0

10437084_586616064786473_1816168505_nწვიმამ და ქარმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ცაცხვის ხე წააქცია, ხის ტოტი საცხოვრებელ სახლს დაეცა და სახურავი დააზიანა. დაზარალებული დახმარებას ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ითხოვს.

„ხშირმა წვიმებმა ცაცხვის ხმელი ხე დაამძიმა და გადატეხა,  ტოტი სახლის სახურავს დაეცა და 30-მდე შიფერი დააზიანა. 2005 წლიდან ვითხოვდით ხის მოჭრას, მაგრამ საჭირო ტექნიკის არქონის გამო ვერ მოხერხდა“. – აღნიშნა სახლის მეპატრონე არჩილ ბჟალავამ.

პეტრე დანელია, ქალაქ ბოლნისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული:

– ინფრასტრუქტურის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება, რომ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე დაახლოებით 150 წლის ცაცხვის ხე წაიქცა და დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი. განცხადება ხის მოჭრის თაობაზე შემოსული იყო, მივეცით ნებართვა. ოჯახის წევრებმა საკუთარი ძალებით მოახდინეს ტოტების ჩამოჭრა,  ხე ძირში უნდა მოჭრილიყო, მაგრამ საჭირო ტექნიკა არ გვაქვს ბოლნისში. დაზარალებულს მუნიციპალიტეტი გაუწევს დახმარებას. კომისია შეადგენს მოხსენებით ბარათს და ამის საფუძველზე მოხდება სახურავის აღდგენა, ცაცხვის ხეს კი კომუნალური მეურნეობის სამსახური დაჭრის და შეშას ოჯახს გადასცემს.

10438749_586617304786349_800912049_n 10443920_586616794786400_1669250244_n

Share.

Comments are closed.