სტიქიამ ბოლნიში მოსახლეობა დააზარალა

0

10296219_727637120612212_9045555103165939489_oძლიერმა წვიმამ და ქარმა ქალაქში რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ათონელის ქუჩიდან წამოსული ნიაღვარი ყურაშვილების სახლში შევარდა და დაახლოებით ნახევარ საათიანმა წვიმამ სარდაფი  წყლით ამოავსო. ოჯახს დახმარება სამაშველო სამსახურმა გაუწია. ათონელის ქუჩაზე სანიაღვრეების არარსებობის გამო ხშირია მსგავსი შემთხვევები.

,,ჩვენი ძალებით გვქონდა არხი გაჭრილი, წყალი იქ მიედინებოდა, თუმცა რამდენიმე საათის წინ მოვარდნილი ნიაღვარი არხმა ვეღარ დაიტია და ეზოში შემოვარდა, სარდაფში ჩავიდა და ამოივსო. სახლს სისველისგან საძირკველი ენგრევა, გზა ავარიულია და არც სანიაღვრებია“ –  აღნიშნა ოჯახის დიასახლისმა ირმა დავაძემ.

წვიმამ ზიანი მიაყენა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე რთველიაშვილების საცხოვრებელ სახლსაც.

,,მომესმა ძლიერი ხმაური, გარეთ რომ გამოვედი ვნახე ჩამოვარდნილი იყო შიფრები, ასეთი ძლიერი ქარიშხალი და წვიმა მე არ მახსოვს, წვიმა ოთახებში ჩამოვიდა. განცხადებით მივმართე მუნიციპალიტეტს და დახმარება ვთხოვე“ – აღნიშნა სახლის მეპატრონემ  მზია რთველიაშვილმა.

10296486_727634967279094_9138631024489854645_o 10379645_727635330612391_4651036043299183560_o 10457460_727637190612205_8395196128372760130_o 10472808_727634423945815_6129698078338819845_o

Share.

Comments are closed.