„სიონმა” ორი ფეხბურთელი დაიმატა

0

abadb949cbfe036dca5572ce3f453bd6ახალი სეზონისთვის ბოლნისის „სიონს” ორი ახალი ფეხბურთელი ეყოლება. ბოლნისელებს ურეკის შეკრებაზე უკვე შეუერთდნენ 23 წლის ვილი ისიანი და 25 წლის გურამ გურეშიძე.  ვილი ისიანი  2013 წელს ბოლნისის „სიონმა” იჯარით ლანჩხუთის „გურიაში”  გაუშვა. „გასხვისებული” ისიანი ისე კარგად ათამაშდა, ახალი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„ბოლნისელი ვარ და „სიონში” თავის გამოჩენა ძალიანაც მსურდა. თუმცა გუნდიდან ისე გამიშვეს, ჩემი თამაში არც უნახავთ. ძალიან მატკინეს გული და თუ რამე არ შეიცვალა, იქ დაბრუნების სურვილი არ მაქვს.” – განუცხადა ვილიმ 2013 წელს გაზეთ „ლელოს”. თუმცა, მას შემდეგ რაც 23 წლის ფეხბურთელი ათამაშდა და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა – დასრულებულ ჩემპიონატში ორჯერ მეტი გაიტანა, ვიდრე წინა ოთხ ჩემპიონატში; ბომბარდირებში მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა, „სიონის” თავკაცების გული მოიგო და მშობლიურ გუნდში უხმეს, რაზეც ისიანმა პასუხი არ დააყოვნა:

„დიახ, „სიონიდან” შემოთავაზება მივიღე. მე და ბურდულმა გულახდილად ვილაპარაკეთ და ის ჩემი დაბრუნებით დაინტერესებულია, რაც ძალიან მახარებს. ბოლნისი ჩემი მშობლიური ქალაქია და მისი სახელით თამაში სხვა სტიმულია. არის კიდევ ორი ვარიანტი, მათ შორის – აზერბაიჯანიდანაც. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ვიმეორებ – გული „სიონისკენ” მიმიწევს.”  დღეს უკვე ისიანი „სიონის” შემადგენლობაშია. 

რაც შეეხება გურამ გურეშიძეს მან გასული სეზონი “ვიტ ჯორჯიაში  ითამაშა.

ლადო ბურდულის შეგირდები ზღვისპირეთში 10 ივნისამდე დარჩებიან.

„სიონი” ევროლიგისთვის ემზადება, სადაც 3 ივლისს გაემგზავრებიან.

Share.

Comments are closed.