„სიონის“ გულშემატკივარის ტრანსპორტირებას ევრო ლიგის მატჩზე კლუბი უზრუნველყოფს

0

10478214_851731564856915_5322666716252143193_n3 ივლისს ბოლნისის „სიონი“ ალბანეთის „ფლამურტარს“ დაუპირისპირდება. ბოლნისელები ევრო ლიგის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვინაიდან ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, შეხვედრა თბილისში გაიმართება. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბოლნისიდან თბილისში გასამგზავრებლად ტრანსპორტი გამოიყოფა. თამაში 21:00 საათზე გაიმართება. გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ტრანსპორტი ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონიდან 18:00 საათზე გავა.

Share.

Comments are closed.