საანგარიშო კონცერტი ბოლნისის სამუსიკო სკოლაში

0

სამუსიკო სკ.ღონისძ.1დღეს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები ტრადიციული საანგარიშო კონცერტით წარსდგნენ ბოლნისელი საზოგადოების წინაშე. „ეს არის საანგარიშო კონცერტი, რომელსაც წელიწადში ორჯერ, პირველი და მეორე სემესტრის ბოლოს ვმართავთ და მაყურებელსვაცნობთ ჩვენს ნამუშევარს. კმაყოფილი ვარ შედეგით, ბავშვებმა საკმაოდ კარგად შეასრულეს ყველა ნაწარმოები“. –აღნიშნა ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი თანდარაშვილმა.

საანგარიშო კონცერტი საათნახევარი გაგრძელდა, 30-მა მოსწავლემ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები შეასრულა. „ის რომ ბოლნისს გააჩნია უდიდესი ისტორიის, ტრადიციისდაწარსულის მქონე სამუსიკო სკოლა, ნამდვილად საამაყო და დასაფასებელია. ასეთი დონე მუსიკალური კუთხით ნამდვილად დიდი ქალაქების ხვედრია, მაგრამ ჩვენ ბევრი გაჭირვების, ამ სკოლის ყოფნა არ ყოფნის საკითხის დაყენების მიუხედავად, მოვედით დღემდე და შევინარჩუნეთ ის. აქ მომუშავე პედაგოგები არიან გმირები, რომ უმკლავდებიან ყველაფერს და ყოველწლიურად საანგარიშო ჩვენებით წარსდგებიან ხოლმე ბოლნისელი საზოგადოების წინაშე. ეს არის ერთ-ერთი რიგითი კონცერტი, სადაც ბავშვები თავს უყრიან შეძენილ ცოდნას და არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს აჟღერებენ ამ ულამაზეს დარბაზში, სადაც  ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა კონტიგენტი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება ბოლნისის ახალმა ხელისუფლებამ“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

სამუსიკო სკ.ღონისძ.3

სამუსიკო.სკ.ღონისძ.2

Share.

Comments are closed.