მღვრიე სასმელმა წყალმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია

0

4FD77DF6-0627-47C3-8AA3-B0840317B625_mw1024_s_nდაწესებულ გრაფიკზე ადრე შეწყვეტილმა სასმელმა წყალმა, რომელიც მოსახლეობის განცხადებით საგრძნობლად მღვრიე იყო, ბოლნისში პანიკა გამოიწყვია. ქალაქში უცებ გავრცელდა ხმები, თითქოს სასმელი წყლის რეზერვუარში ძაღლი ჩავარდა. გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის ოფისში და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია.

როგორც bolnisi.ge-ს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის ხარისხის მართვის დეპარტამენტში განუცხადეს სასმელი წყლის ამღვრევა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, წყალი შემოწმებულია და ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ლაბორატორიის უფროსი მაგული ჩორგოლიანი:

– ქალბატონო მაგული, დღეს ბოლნისში პანიკა შეიქმნა, თითქოს რეზერვუარში საიდანაც ქალაქს წყალი მიეწოდება მკვდარი ძაღლი ეგდო, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?

– სად, რომელ ბასეინში, ბოლნისში?

– ზუსტად ვერ გეტყვით, ხალხში გავრცელდა ესეთი ხმები.

– ახლა წამობრძანდით და გაჩვენებთ მე თქვენ ბასეინს, გაგონილს თვალით ნანახი სჯობია, წამობრანდით და თქვენი თვალით ნახეთ, თუ  შეიძლება იქ ძაღლი ჩავარდეს. ყოველდღიურად ვაკეთებთ წყლის ანალიზს, რომ რამე არ გამოგვეპაროს. იქ შეუძლებელია ძაღლი გაეტიოს.

– წყალი იყო მღვრიე და პანიკის საფუძველიც სავარაუდოდ ეს გახდა.

– მე არ ვიცი თქვენ ყარაბულახის სათავე თუ გაქვთ ნანახი. იცით სტიქიამ როგორ შემოგვიტია, მოხდა კლდის ჩამონგრევა, რამაც სიმღვრიე გამოიწვია. როგორც კი შემოვიდა მღვრიე წყალი რატევანთან, მაშინვე ჩაიკეტა წყალი. გუშინ საღამოს წყალი აღარ იყო რაიონში. დღეს დილას წავიდნენ, შეამოწმეს ყველაფერი  ადგილზე და ახლა მოდის გაკრიალებული წყალი. ასე რომ, მინდა მივმართო მოსახლეობას, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის.

 

 

Share.

Comments are closed.