კახაბერ კობახიძე – „ამ ეტაპზე საწარმოს გაჩერების არანაირი საშიშროება არ არსებობს”

0

10363450_601429946622762_8979409268976637275_oრა მდგომარეობაა ამ ეტაპზე კომპანია RMG-ში და არსებობს თუ არა მღელვარების საფუძველი, კომპანიის თანამშრომლებსRMGის ადმინისტრაციული დირექტორი კახაბერ კობახიძის მიმართვა კორპორატიული გაზეთის ივნისის ნომერში დაიბეჭდა. 

ამ ეტაპზე კომაპნია RMG Copper  სრული დატვირთვით მუშაობს.რაც შეეხება  RMG Gold-ს,ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, სამუშაოები არც  აქ  შეგვიჩერებია. დროებით გაჩერებულია  მხოლოდ სამსხვრევები, რომლის ამუშავების ნებართვასაც ველოდებით დმანისის რაიონის გამგეობისგან.

შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ამ ეტაპზე საწარმოს გაჩერების არანაირი საშიშროება არ არსებობს. ორივე კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს  და ახლო მომავალში კომპანიის  მუშა-მოსამსახურეების შემცირებებზე საუბარი არ იგეგმება.

ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ საჩივრის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ სააპელაციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ობიექტულ გადაწყვეტილებას მიიღებს და RMG Gold-ს აღუდგება საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოების უფლება.

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი საწარმოს თანამშრომლებს, არ აყვნენ ჭორებს, კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

 

Share.

Comments are closed.