ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ბულგარეთი

0

1hrcsევროკავშირის წევრი ქვეყანა – ბულგარეთი

სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში ბულგარეთში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება და კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა დაიწყო. 
ქვეყნის უმთავრესი საგარეო პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანება გახდა.
1990 წელს ბულგარეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის, კომერციისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
2007 წელს კი ბულგარეთი „ერთიან ევროპულ ოჯახს“ შეუერთდა.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ბულგარელმა ფერმერებმა ევროკავშირის „მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში მილიონობით ევროს დახმარება მიიღეს.
2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2006 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა.

Share.

Comments are closed.