ებერ ჰარდ შოკ-ის ფონდის წარმომადგენლები ბოლნისს სტუმრობდნენ

0

გერმან.8გერმანელი სტუმრების თქმით  შესაძლებელია, რომ რუსეთის, უკრაინისა და ლიტვის მსგავსად  საქართველოშიც გარკვეული მისია აიღონ საკუთარ თავზე და გახსნან პროფესიული სასწავლებლები, სადაც  ახალგაზრდები სრულიად უფასოდ, მაღალ დონეზე შეისწავლიან სხვადასხვა სახის ხელობას.  სწორედ ამ კუთხით ეწვივნენ ფონდის წარმომადგენლები ბოლნისს, შეხვდნენ მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელსა და  საკრებულოს თავმჯდომარეს,   ესაუბრნენ ფონდისა და განხორციელებული პროგრამების შესახებ  და შემდეგ  გერმანული  უბნები დაათვალიერეს.

პეტერ მოელერი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:

_     ფონდი 1992  დაარსდა  და მას შემდეგ  აქტიურად მუშაობს  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა  ადამიანების  პროფესიულ განათლებას  სამშენებლო კუთხით. ჩვენს მიერ გახსნილი პროფესიული სასწავლებლები წლებია წარმატებით მუშაობენ რუსეთში, უკრაინაში, ლიტვაში, სადაც სრულიად უფასოდ იღებენ განათლებას  და  ხდებიან საკმაოდ კარგი დურგლები, მშენებლები,  სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები, და  ა.შ. სწორედ ამ კუთხით გვინდა ვიმუშაოთ საქართველოშიც,  თუმცა ჯერ ეს იდეის დონეზეა,  შევისწავლით  თქვენს ქვეყანას და ვნახავთ თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი.   ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში,  ვიცი რომ გერმანული არქიტექტურის  მხრივ ძალიან საინტერესო კუთხეა ბოლნისი და  ჩამოვედი ამ ქუჩების სანახავად.

დოქტორ იურგენ ვიკერტ,  ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი:

_ თვალებს რომ ვხუჭავ ვხედავ თუ როგორ დადიან  ქუჩებში ჩვენი წინაპრები, ამ  სკოლაში კი გერმანელი პატარები  და ვიცი,  რომ დიდი ხნის წინ აქ ნამდვილად იყო ის ლამაზი, საინტერესო  ცხოვრება, რომელიც  ჩემს წარმოსახვაშია. მინდა რომ ის  ყველაფერი დაბრუნდეს.გერმან.1

Share.

Comments are closed.