„დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთან ალიანსი“-ს ლიდერები ბოლნისში

0

10437131_510329375763349_1542147430_nმანუჩარ მაჩაიძე, ადა მარშანია და სოსო მანჯავიძე ბოლნისელ ამომრჩეველს შეხვდნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.  ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე, მიზნებზე, მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და სამართლიანი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი შეიქმნა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგობის ბაზაზე. დღეს ჩვენი ალიანსი გარდა სახელისუფლებო პარტიისა, წარმოადგენს ყველაზე მასობრივ ორგანიზაციას. რეალურად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, რასაც დაადასტურებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო პროგრამა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველო კრიზისიდან, როგორ უნდა დავაყენოთ ის განვითარების გზაზე. რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა, ეს არის ეროვნული ინტერესების გამომხატველი პოლიტიკა გარეთ და შიგნით. ბოლნისელ ამომრჩეველს კი ვეტყვი, რომ ხმა მიეცით პატრიოტთა ალიანსს. ვიცი რომ ძალიან ბევრი მომხრე გვყავს ბოლნისშიც, ისევე როგორც სრულიად საქართველოში და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი.  უნდა დავიწყოთ ჩვენი სახელმწიფო ორგანოების ქართველი ხალხის ხელში დაბრუნება, რომ განვითარება გახდეს შესაძლებელი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამიტომ ხმა უნდა მისცეთ პატრიოტთა ალიანსს“. –აღნიშნა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო მანჯავიძემ.

Share.

Comments are closed.