ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებმა ხმა ოცნების კანდიდატს მისცეს

0

10457737_674487665939118_8048282639557364319_oამ დროისთვის დათვლილი 59 უბნის შედეგების მიხედვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი 70%-იანი უპირატესობით ლიდერობს, დარჩენილი სამი უბნის მონაცემები გოგი მეშველიანის მონაცემებს არსებითად ვერ შეცვლის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ გამგებლის პოსტს მეშველიანი დაიკავებს.

გოგი მეშველიანმა, რომელიც ქართულმა ოცნება დიდი ორჭოფობის შემდეგ დაასახელა კანდიდატად, ამ დრომდე დათვლილი უბნების მიხედვით პარტიაზე მეტი შედეგი აჩვენა, 53 უბნის მონაცემებით ქართულმა ოცნება 62.45% მიიღო.

53 უბნიდან ქართულმა ოცნებამ მხოლოდ ერთში 22-ე საარჩევნო უბანზე წააგო პროპორციული სიით.   „ნინო ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ” აღნიშნულ უბანზე 333 ხმა, ხოლო ქართულმა ოცნებამ 292 ხმა მიიღო. თუმცა 333 მხარდამჭერიდან „ ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” გამგებლობის კანდიდატმა მალხაზ ერაძემ, მხოლოდ 271 ხმა მიიღო, გოგი მეშველიანმა კი 356. ამავე უბანზე პარტიისგან განსხვავებული შედეგი აჩვენა ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა ოლეგ მაღრაძემ, პარტიამ 9, ხოლო მაღრაძემ 29 ხმა აიღო. 

2

1

Share.

Comments are closed.