15 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ღია კონკურსი ჩატარდა

0

ტენდერი1სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტს 1 266 940 ლარი გამოეყო. 2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 54 ობიექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიქმნა საკონკურსო კომისია ჯონი ხეცურიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც 54 ობიექტი დაყო სამ ეტაპად და 14 მაისს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში 15 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ღია კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტებს თითოეულ ლოტზე დაურიგდათ განფასების ცხრილები და შესაბამისი მოთხოვნები. ხოლო 16 მაისს, 17 საათზე გაიმართება მორიგი სხდომა, სადაც მოხდება გატანილი წინადადებების შეფასება, კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადასინჯვა და 19 მაისს ოფიციალურად, წერილობით ეცნობებათ როგორც გამარჯვებულ, ისე დამარცხებულ პრეტენდენტებს.
„მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელიც შიდა კონკურსის გზით აწარმოებს ღია კონკურსს 54 ობიექტის სამუშაოების შესყიდვაზე. დღეს გამოტანილია მხოლოდ 15 ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის განკარგულებაში ნათლად იყო მითითებული, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუზღუდავ ვადებში დროულად ჩატარების მიზნით მუნიციპალიტეტებს უფლება ჰქონდათ აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ეწარმოებინათ გამარტივებული წესით, ე.წ. ერთპირთან მოლაპარაკებით, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა კონკურენციის გაზრდის მიზნით შიდა კონკურსის გზა აირჩია, რასაც მივესალმები და ხედავთ, რამდენი მსურველია დარბაზში.“ – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა გიორგი მათეშვილმა.

Share.

Comments are closed.