შესარჩევ ტურში გამარჯვებული ბოლნისელი კონკურსანტები ქალაქ რუსთავში ფესტივალ ”ეარზე” გაემგზავრნენ

0

10356081_498785540251066_430982415_oბოლნისელი კონკურსანტები  ქალაქ რუსთავში ფესტივალის დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის შესარჩევი ტური  ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლები, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. შესარჩევი ტურის ფარგლებში მიმდინარე კონცერტებს კომპეტენტური ჟიური აკვირდებოდა, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულად შემდეგი ნომრები დაასახელეს:

  1. ნომინაციაში ხალხური სიმღერა:

ანსამბლი ”მასპინძელო’’ და იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია _ სიმღერა ”ლალე”;

  1. ნომინაციაში ხალხური ცეკვა:

დაბა კაზრეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”მადნეული”  და ბოლნისის №5 საჯარო სკოლა.

  1. ნომინაციაში ნიჭიერი:

ქალაქ ბოლნისის ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო სკოლა-სტუდია ”ბოლნელი” _ დოლების ნომრით და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია.

 

  1. ნომინაციაში თანამედროვე ცეკვა:

სოფელ რატევნის საჯარო სკოლა და ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის სტუდია  ”რუმბა-რუმი”.

  1. ნომინაციაში საესტრადო სიმღერა:

დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა და იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია _ სიმღერა ”მთაწმინდა ჩაფიქრებულა”.

ჩამოთვლილი ნომრებით ბოლნისელი კონკურსანტები  რუსთავში გამართულ ფესტივალში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის შესარჩევი ტურის მეორე ეტაპს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. კონცერტი თითოეული ბოლნისელისათვის საყვარელ, დამსახურებულ პედაგოგსა და მუსიკოსს ნინო დვალიშვილს მიეძღვნა, რომელსაც დღესდღეობით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კონცერტზე შემოსული თანხა ქალბატონი ნინოს ჯანმრთელობის დაცვის ფონდში ჩაირიცხა. ვისაც გსურთ დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ქალბატონ ნინოს, შეგახსენებთ მის ანგარიშის ნომერს:

ს.ს. ”ლიბერთი ბანკი”  GE20LB0111144155908000.

10332893_499659993496954_1904659836_o 10356077_498785456917741_718163036_o 10356081_498785540251066_430982415_o 10358806_498785390251081_1779340937_o 10360311_499660970163523_1492745147_o 10360804_499659786830308_509969878_o 10364633_499663156829971_2108366036_o 10364646_499662890163331_75489281_o 10371159_498785433584410_1323052627_o 10373421_499662950163325_2043541911_o 10373431_499077030221917_1551473617_o 10376502_499054123557541_1385317091_o 10376622_499077776888509_1220520586_o 10377770_498784180251202_1891158069_o 10381215_498784030251217_744300803_o 10381267_498785876917699_1516088750_o 10381315_499077276888559_297161206_o 10388747_499660450163575_1494082767_o 10388829_499054820224138_576248970_o 10388941_499078360221784_160716123_o

Share.

Leave A Reply