„ქართული ოცნება” ბოლნისში გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

0

imagesდღეს ბოლნისის კულტურის სახლში ბლოკი „ქართული ოცნება” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს ამომრჩეველს.  როგორც უკვე ცნობილია „ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს მათი ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის.

„ქართული ოცნება” პირველია ბოლნისში მოღვაწე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვინც კანდიდატები ოფიციალურად უნდა წარადგინოს. ამ დრომდე არ არის ცნობილი არცერთი სხვა საარჩევნო სუბიექტის გამგებლობის ან მაჟორიტარობის მსურველთა ვინაობა.

კანდიდატებისა და პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

Share.

Comments are closed.