სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში ღონისძიება გაიმართა

0

10344208_723306824397106_1519814746247274882_o,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე-მთელი ქვეყანა“,- ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც დღეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაში სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას ქვემო ქართლის, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უძველესი ცენტრის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გააცნეს.

ღონისძიების ფარგლებში მუზეუმში მოეწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით: ,,ქვემო ქართლის ისტორიული ძეგლები“.
ღონისძიება დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც მოწვეული სტუმრები ეწრებოდნენ.
,,ჩემთვის პირადად ერთ-ერთი უმშვენიერესი დღეა. ვინაიდან ჩვენი დიდი სულხან-საბა ორბელიანის კერაზე, იქ სადაც დაიბადა და ცხოვრობდა, წარმოჩენილი არის მთელი ქვემო ქართლის შესანიშნავი ძეგლები ფოტოების სახით. წარმოდგენილია ის არქიტექტურული ძეგლები, რომლითაც ვამაყობთ და მომავალი თაობები იამაყებენ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის“,- განაცხადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯუმბერ კოპალიანმა.

თამარ ხოფერია

 

Share.

Comments are closed.