სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციაში „სიონის” საკითხს ეცნობიან

0
sportis_saministro_3627

„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე, ეცნობა ბოლნისის სიონში არსებულ მდგომარეობას და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ცდილობს მოძებნოს გზა ბოლნისის სიონის დასახმარებლად, რათა კლუბმა მიიღოს მონაწილეობა ევრო ლიგის მატჩებში.”- განუცხადეს bolnisi.ge-ს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

რამდენიმე დღის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას წერილობითი თხოვნით მიმართა და გუნდის ევროპაზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხით დახმარება სთხოვა. ბოლნისში იმედი აქვთ, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებას „სიონის” სასარგებლოდ მიიღებს, რადგან პრეცენდენტი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა. სახელმწიფო გორის დილას ორი მილიონი ლარით დაეხმარა.

 „მე არ ვითხოვ 2 მილიონს და რაღაც გაბერილ თანხებს, ვითხოვ ზუსტად იმდენს, რაც აუცილებლად საჭიროა. 300 000 ლარამდე არის საჭირო რომ გუნდი მოემზადოს ” – აცხადებს გუნდის თავკაცი ლადო ბურდული. 

Share.

Comments are closed.