რაიონულმა პროკურატურამ ტურნირი ჩაატარა

0

10327296_240174196183810_1421664803_n ბოლნისის რაიონულმა პროკურატურამ  ქალაქის საჯარო სკოლებს შორის ტურნირი ჩატარდა მინი ფეხბურთში. პროექტი მიზნად ისახავს მომავალ თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და პრევენციას დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პროექტის პარგლებში იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
,,რაიონულნა პროკურატურამ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩაატარა ტურნირი მინი ფეხბურთში, ერთმანეთს სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები და მედლები გადაეცათ. ჩვენი მიზანია დავნერგოთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესი და ავარიდოთ დანაშაულს. დღევანდელი ღონისძიება ემსახურება სპორტის პროპაგანდას. თუ ადამიანი მაქსიმალურად არის დატვირთული და გათვითცნობიერებული საზოგადოებრივ საკითხებში, ნაკლებია რისკი მან ჩაიდინოს დანაშაული’’- აღნიშნა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.
10338939_240175006183729_226028370_n 10342582_240173352850561_193251255_n

10287207_240173646183865_1110395338_n 10307073_240175272850369_199519527_n

Share.

Comments are closed.