მზადება მომავალ კვირაში იწყება

0

erti_2-cr-300x200საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატი ახლახანს დასრულდა, მაგრამ ბოლნისის “ყოჩები” უკვე მომავალზე ფიქრობს და ახალი სეზონისთვის საწვრთნელი პროცესი მომავალ კვირას, სამშაბათს, 3 ივნისს დაიწყება. 

პირველ კვირაში, დღეგამოშვებით, ფიზ. მომზადების მწვრთნელი აკაკი ცინცაძე მოთამაშეებისგან ტესტებს ჩაიბარებს, რათა გაირკვეს ვინ როგორ ფიზიკურ კონდინციაში იმყოფება, უკვე შემდეგი კვირიდან კი, მზადების პროცესი დაიწყება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პერიოდში საქართველოში “თბილისის თასისთვის” სამი უცხოური გუნდი (ესპანეთი, იტალია A და არგენტინის “იაგუარები”) იქნებიან, რომელთაც მეოთხე – საქართველოს ეროვნული ნაკრები დაემატება და შესაძლოა, სავარჯიშოდ თავისუფალი მოედანი ვერ გამოინახოს, მზადება უმეტესად დარბაზში გაიმართება და მას დროდადრო სირბილი ჩაანაცვლებს. 

თუ შესაბამისი მოედნის გამონახვა მოხერხდა, მაშინ ვარჯიშები ჩვეული სისტემით დაინერგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის ჩვეულ სახელს 22 ივნისის, ანუ “თბილისის თასის” დასრულების შემდეგ მიიღებს. აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება 10-დღიანი შეკრების გამართვა, ჩემპიონატი კი, აგვისტოს ბოლოს განახლდება. 

 

Share.

Comments are closed.