ვილი ისიანი – „გული სიონისკენ” მიმიწევს”

0

abadb949cbfe036dca5572ce3f453bd6„დიახ, „სიონიდან” შემოთავაზება მივიღე. მე და ბურდულმა გულახდილად ვილაპარაკეთ და ის ჩემი დაბრუნებით დაინტერესებულია, რაც ძალიან მახარებს. ბოლნისი ჩემი მშობლიური ქალაქია და მისი სახელით თამაში სხვა სტიმულია. კონტრაქტი თუ გაფორმდება, ნახევარწლიანი იქნება და დეკემბრამდე ვითამაშებ. არის კიდევ ორი ვარიანტი, მათ შორის – აზერბაიჯანიდანაც. ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ვიმეორებ – გული „სიონისკენ” მიმიწევს. ბურდულმა ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და იმედია, თავს ევროპალიგაზეც არ შეირცხვენს”, – განაცხადა ისიანმა გაზეთ „ლელო“-სთან საუბრისას. 

ვილი ისიანისა და ლადო ბურდულის ურთიერთობებზე ჟურნალისტი ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ  თავდამსხმელების ნომინაციაში მე-3 ადგილზე დამსახურებულად გასულმა ისიანმა ბურდულის გული მოიგო.

ვრცლად მერაბ მამულაშვილის მასალა, რომელსაც sportall.ge აქვეყნებს შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

მე და ბურდულმა გულახდილად ვილაპარაკეთ – ვილი ისიანს ისევ “სიონში” უხმეს

Share.

Comments are closed.