დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭის ბიბლიოთეკებში ღონისძიებები მოეწყო

0

კაზრეთის ბიბლ.25 მაისს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაბა კაზრეთში და სოფელ ბალიჭის ბიბლიოთეკებში ღონისძიებები მოეწყო. სოფელ ბალიჭის ბიბლიოთეკის ნორჩმა მკითხველებმა მოწვეულ სტუმრებს ანა კალანდაძის პოეზია წარმოუდგინეს. მხატვრულად და ლამაზად გადმოსცეს პატარებმა დიდი პოეტის შემოქმედება, ისაუბრეს მის ბიოგრაფიაზე, შეასრულეს კალანდაძის ლექსებზე შექნილი სიმღერები.
დაბა კაზრეთიც გამოეხმაურა საბიბლიოთეკო კვირეულს და პატარა მკითხველებმა ლადო ასათიანის შემოქმედება წარმოადგინეს. „ბარდნალა“, „დაუკარით“ და სხვა შესანიშნავი ოსტატობით წაიკითხეს და სტუმრების მოწონებაც დაიმსახურეს. ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები გოგა და გიგა ყაფლანიშვილები დასაჩუქრდნენ წიგნებით.

კაზრეთის ბიბლ.2 კაზრეთის ბიბლ.3 კაზრეთის ბიბლ4

Share.

Leave A Reply