დაბა თამარისის ბიბლიოთეკამ კვირეულის ფარგლებში ღონისძიება მოაწყო

0

თამარისის ბიბლ.4ახალგაზრდა მკითხველებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, სახელწოდებით „ჩემი ნიკალა“. ბიბლიოთეკის დარბაზში გამოფენილი იყო გენიალური მხატვრის შემოქმედება. მკითხველებმა თვალი გადაავლეს მხატვრის ცხოვრების მცირე დეტალებს, წაიკითხეს სიღარიბეში და ობლობაში გაზრდილ თვითნასწავლ მხატვარზე დაწერილი მოგონებები და ლექსები. „ დაბა თამარისის ბიბლიოთეკამ საინტერესო თემატიკა აირჩა, წარმოადგინა ნიკო ფირომანაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, რაც ნამდვილად საინტერესოდ წარმოაჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიბლიოთეკარს, მკითხველებს და დამსწრე საზოგადოებას. დაბის ბიბლიოთეკას დიდ დახმარებას უწევენ სკოლის პედაგოგები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ღონისძიებების მომზადებაში“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორმა ლია ბუბუტეიშვილმა.თამარისის ბიბლ.2თამარისის ბიბლ.1

Share.

Comments are closed.