გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა ქვემო ქართლის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

0

10368811_1517164785173443_9090197918080042072_oრუსთავის ცენტრალურ მოედანზე გამართულ სცენაზე მხარის გუბერნატორმა მოსწავლეთა ხელოვნების რეგიონულ ფესტივალ „ეარის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა და მათ წარმატებები უსურვა. 

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 96 წლის იუბილეს. ეს დღე ქვეყნის სუვერენიტეტთან ასოცირდება და განსაკუთრებულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ესაა საქართველოს ისტორიის ნათელი თარიღი, ჩვენი გმირების მონაპოვარი, რომლსაც დღენიადაგ უნდა ვუფრთხილდებოდეთ. დამოუკიდებლობა არაა მხოლოდ ქვეყნის ფორმა საერთაშორისო ურთიერთობებში. უწინარეს ყოვლისა, ესაა შემდგარი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობენ, სადაც არის რეალური ასპარეზი იმისა, რომ ადამიანებმა თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითარონ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს არ დაზოგავს, რომ ჩვენი მოსახლეობა ყოველთვის ამაყობდეს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობით, რომ მათი ცხოვრების პირობები იყოს ბევრად უკეთესი და პიროვნულ თავისუფლებაზე ორიენტირებული. მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ხელოვნებით, შემოქმედებითა და სპორტული ცხოვრებით სუნთქავდეს, ვიდრე პოლიტიკური ბატალიებით. ქვემო ქართლში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მათ გამოსავლენად ჩვენს რეგიონში მოსწავლეთა ხელოვნების ფესტივალი„ ეარი“ ჩავატარეთ და დღეს გამარჯვებულებიც დავაჯილდოვეთ. მჯერა, რომ სწორედ კულტურაა ის გზა, რომლიც 21-ე საუკუნის მსოფლიოში ქვეყნის თვითმყოფადობას წარმოაჩენს“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ქალაქის სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ნაკეთობები და მხატვრების ნამუშევრებიც დაათვრიელეს. მოგვიანებით ქვემო ქართლის გუბერნატორი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოსტავას გამზირზე ექსპონირებულ ქვეყნის სამხედრო ტექნიკას გაეცნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა-კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება

Share.

Comments are closed.