ბოლნისის საკრებულოში მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად 13 დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდა

0

1349067573_sur1-2№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 13 დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დარეგისტრირდა. კაზრეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ორი დამოუკიდებელი დეპუტატი იყრის კენჭს: ტარიელ ჯაყელი და მიხეილ ოქრიაშვილი. ტალავერის ოლქში დამოუკიდებლად ოთხ კანდიდატს სურს მანდატის მოპოვება: ბადალ ხალილოვი, დოსტუ აშიროვი, რახილ ფატულაევი, კარა გულმამედოვი. სამი დამოუკიდებელი მაჟორიტარობის მსურველი ჰყავს ქვეშის ოლქს: ჯანიკო ურუმაშვილი, ისვახან შამილოვი, ჭაბუკა ურუმაშვილი. თითო-თითო დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება შემდეგ ოლქებს: აკაურთის – ისამილ მამედოვი, მამხუტის – რამიზ სუფუევი, რატევნის – გიორგი ლომიძე, ტანძიის – შერმადინ დადვანი.

Share.

Comments are closed.