ბოლნისის მუნიციპალიტეტს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოციალური საცხოვრისის პროექტი გადასცეს

0

დარეჯანის მასალისთის323 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის  სტუდენტები დააჯილდოეს. დაჯოლდოების ცერემონიალი ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა, რასაც უნივერსიტეტის დეკანი , პროფესორ-მასწავლებლები, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროექტების უფროსი კოორდინატორი, რუსთავის მერიის წარმომადგენლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრა ობოლაძე ესწრებოდნენ.

არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს დავალებად ჰქონდათ წარმოედგინათ ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის სოციალური სახლისა და რუსთავის მერიისთვის საბავშვო ბაღის პროექტი. ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის შეირჩა 20, ხოლო რუსთავისათვის 14 საკონკურსო პროექტი, საიდანაც მხოლოდ სამ-სამი  გამარჯვებული გამოვლინდა. ბოლნისის სოციალური სახლის პროექტში გაიმარჯვეს და პირველი, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს ნინო ნადარეიშვილმა, თამარ ბენაშვილმა და ალექსანდრე ჩოგოშვილმა. რუსთავის საბავშვო ბაღის პროექტში კი გიორგი ცუცქირიძემ, ოთარ თუხარელმა და ივანე ებრალიძემ მოიპოვეს  გამარჯვება.  სტუდენტების ნამუშევრების კატალოგი უნივერსიტეტის დახმარებით გააკეთა ელენე დარჯანიამ და საჩუქრად გადასცა თვითოეულ მათგანს. ასევე გამარჯვებულმა სტუდენტებმა საჩუქრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლისგანაც მიიღეს. თითოეულ მონაწილეს კი შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

თამარ წივწივაძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ჰუმანიტარული პროექტების უფროსი კოორდინატორი:

_ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხდა არქიტექტურის ფაკულტეტის იმ სტუდენტების დაჯილდოება,  რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლნისის სოციალური საცხოვრისის სტუდენტურ არქიტექტურული დაგეგმარების კონკურსში. ჩვენმა სააგენტომ 2010-2013 წლებში ააშენ ასოციალური საცხოვრისი ბოლნისში, საქართველოში კი სულ 19. ვინაიდან აღარ ვაპირებთ მშენებლობას, ის ცოდნა,  რომელიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა გვინდოდა გადაგვეცა დაინტერესებული თვითმმართველობებისათვის არქიტექტურული ნაშრომების სახით. სწორედ ამ მიზნით ჩავრთეთ პროექტში როგორც თვითმმართველობები, ისე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და ბერნის გამოყენებითი მეცნიერების არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები. დღეს გამოვლინდნენ როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისის, ისე რუსთავის საბავშვო ბაღის პროექტში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები მალე განხორციელდება და ეს მუნიციპალიტეტები შეძლებენ ამას.

ლადო ვარდოსანიძე, არქიტექტორ-ურბანისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი:

_ მესამე წელია რაც ასეთი პროექტი მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი იმ გამოწვევათაგანია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება შეხვდა დამოუკიდებლობის წლების შემდგომ. თუ საბჭოთა პერიოდში პრაქტიკულად მთელი საბინაო ფონდი იყო სოციალური თავისი არსით, ანუ ქირის გადასახადი უმნიშვნელო იყო. პრივატიზების შემდეგ ვითარება შეიცვალა და ჩვენ გავხდით მესაკუთრენი ჩვენი ბინებისა, ხოლო მიგვავიწყდა ის თანამოქალაქენი, ვინც უსახლკაროა. სწორედ ასეთი დიდი პროექტის ინიციატორია შვეიცარიის განვითარების სააგენტო, რომელშიც ტექნიკური უნივერსიტეტი და ბოლნისის და რუსთავის მუნიციპალიტეტები არიან. როცა ახალგაზრდები ჩართულები არიან და თავად ქმნიან უსახლკარო ადამიანებისათვის ბინების პროექტებს, ეს  სტუდენტებისათვის დიდი წარმატების მომტანია და მომავალში აუცილებლად წაადგებათ.

ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი:

_ ბოლნისის მუნიციპალიტეტს უფასოდ გადმოეცა გამარჯვებული პროექტები, რომლებიც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს შვეიცარიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით და ინიციატივით. ბოლნისში უკვე არსებობს 12 ოჯახზე გათვლილი საცხოვრისი, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტი ეცდება მოიძიოს საერთაშორისო ორგანიზაციები, ან საკუთარი სახსრებით შექმნას უკვე 24 ბინიანი საცხოვრისი. ჩვენი მხრიდან გამარჯვებული პროექტის ავტორ სტუდენტებს მცირე საჩუქრები გადავეცით და შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ განყოფილებაში პრაქტიკის გავლა, რაზეც თანხმობა მივიღეთ.

ნინო ნადარეიშვილი, არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტი, პირველი ადგილის მფლობელი.

_ ძალიან გახარებული ვარ, რომ გავიმარჯვე და ჩემმა პროექტმა დაიმსახურა პირველი ადგილი. ვფიქრობ პროექტის სიმარტივემ,  მინიმალურმა დანახარჯმა და მისმა ვიზუალურმა მხარემ განაპირობა ეს ყველაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ასეთი დაფასებისთვის.

დარეჯანის მასალისთის1

დარეჯან ოქრუაშვილი

Share.

Comments are closed.