ბიბლიოთეკარის დღე სოფელ ქვეშში

0

ქვეში ბიბკლ.4ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში ქვეშის ბიბლიოთეკამ საკმაოდ საინტერესო ღონისძიება წარმოადგინა სახელწოდებით „მე დავიბადე აპრილის თვეში“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვეშის ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებმა და საკმაოდ ლამაზად გადმოგვცეს ტიციან ტაბიძის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრების დეტალები.
ლია ბუბუტეიშვილი, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორი:
–დღევანდელი ღონისძიება დაემთხვა ბიბლიოთეკარის დღეს და მინდა მივულოცო ყველა ჩემს კოლეგას. რაც შეეხება ღონისძიებას ძალიან მომეწონა, კარგად წარმოგვიდგინეს ბავშვებმა ტიციან ტაბიძის შემოქმედება და მისი მოღვაწეობა. თუ ხშირად გაიმართება სოფელ ქვეშში ასეთი ღონისძიებები, ძალიან კარგი იქნება, რადგან ჩანს, რომ საკმაოდ მონდომებული და ნიჭიერი ბავშვები არიან.
ასმათ ბესალაშვილი, ქვეშის ბიბლიოთეკის მენეჯერი:
–ბიბლიოთეკის კვირეულია და ვეცადეთ, რომ კარგად წარმოგვედგინა ჩვენი ბიბლიოთეკა, მოვამზადეთ თემა – ტიციან ტაბიძის შემოქმედება, რაც ჩვენმა მკითხველებმა წარმოადგინეს. ყველა ბიბლიოთეკარს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა სტუმრებს ჩამოსვლისათვის.

 

Share.

Comments are closed.