ბაღებსა და სკოლებში მე-6 კლასის ჩათვლით 27 მაისამდე სწავლა შეწყდა

0

10377381_789922291027439_5622821728733116044_nჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი გადაწყვეტილებით მთელი საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის სამინისტროში იქნა მიღებული. სამუშაო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. ეს დღეები გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებებმა მოახდინონ სკოლებისა და ბაღების გაძლიერებული სანიტარული დამუშავება.

Share.

Comments are closed.