ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული ყველა მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება

0

1352116586_parlamentiპარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები დროებით მოვალეობის შემსრულებლად აღარ ჩაითვლებიან.  ცვლილებების ინიციატივა დეპუტატებმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს. 

მიღებული ცვლილებების მიხედვით, უქმდება კანონის ნორმა, რომლის შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა და მათ უფლებამოსილება თანამდებობების კონკურსის წესით შევსებამდე უნდა განეხორციელებინათ. 
ასევე კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება – კერძოდ, იმ მოხელეთა ჩამონათვალიდან, რომლებიც ატესტაციას არ ექვემდებარებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული მოხელეები ამოიღეს. 

Share.

Comments are closed.