II და III ხარისხის დიპლომები ბოლნისელ მოცეკვავეებს

0

თბილისში არსებულმა სპორტულ-ლათინურ-ამერიკული ცეკვების სტუდია „გრაციამ“საქართველოს რეგიონების სტუდიის მოცეკვავეებს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული სტუდია „რუმბა-რუმის“ პატარა მოცეკვავეები, რომლებმაც II და III ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.მარიამ ანდრიაძემ და თეონა პაპიაშვილმა II ხარისხის დიპლომები, ხოლო ნიკიტა სოტნიკოვამ  III ხარისხის დიპლომი.

„კმაყოფილი ვარ, რადგან პირველად გამოვიდნენ ბავშვები და თავდაუზოგავად იბრძოლეს ადგილებისათვის, იმედი მაქვს მომავალში უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიეთ“._ აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში „რუმბა-რუმის“ პედაგოგმა გოჩა ხელაძემ.

 

Share.

Comments are closed.