25 წლის შემდეგ – 9 აპრილის მემორიალთან კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპულთა ხსოვნას

0

10252863_233810866820143_1658527981_o1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად ბოლნისელები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ კურტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან, აანთეს სანთლები და წითელი ტიტებით შეამკეს მემორიალი. სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა თეოდორემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.

ჯონი ხეცურიანი, საკრებულოს თავჯდომარე: 

–         მე მონაწილე ვარ იმ პროცესების რაც 1989 წლის 9 აპრილს მოხდა. მძიმე გასახსენებელია ის წუთები რაც მთავრობის სასახლის წინ დატრიალდა. 25 წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ძნელია იმ დღეზე საუბარი. ეს იყო სულის ამბოხი, ქრთველი ხალხის მოთხოვნა ერთი იყო – გავსულიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან რისთვისაც დავისაჯეთ, ამაზე საბჭოთა კავშირმა მწარედ გვიპასუხა. მართალია ქართველმა ხალხმა დაღვარა სისხლი, მაგრამ პირველმა შესძლო ის რაც სხვამ ვერ გაბედა.  ეს დღე მძიმეც არის და საამაყოც.

დარეჯან ჩხეტიანი, პარლამენტის წევრი:

–         25 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადადგა ნაბიჯი თავისუფლების მოსაპოვებლად. მართალია 9 აპრილი ცუდად დამთავრდა, დაიღუპნენ ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ თავისუფალი  მომავლის, რასაც თავი შესწირეს. ამ ტრაგედიამ და გმირების დაღუპვამ უკვალოდ არ ჩაიარა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება სწორედ ამ დღის შედეგია. დღეს აქ მოვედი და პატივი მივაგე მათ ხსოვნას. საბრძოლველი დღესაც გვაქვს, რომ მოვიპოვოთ სრული თავისუფლება.

963752_233812823486614_6074402089332738602_o 10168664_233810606820169_1148881425_o 10175892_233810750153488_1263707609_o 10173053_233810493486847_563077394_o 10245196_233810970153466_424332002_o

Share.

Comments are closed.