წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ქალაქ ზუგდიდიდან დაბრუნდა

0

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა“ ქალაქ ზუგდიდიდან დაბრუნდა. ბოლნისელი ბავშვები ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიამ მიიწვია. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კლუბის მიერ დადგმული სპექტაკლი. სცენაზე გააცოცხლეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“. „კმაყოფილები დავბრუნდით, სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ბოლნისის ეპარქიაზე, მეგრელ თანატოლებს გააცნეს ჩვენი კუთხე. დარბაზში დავინახეთ აღფრთოვანებული მაყურებელი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა. ჩვენი მიზანია ამ სპექტაკლმა მოიაროს მთელი საქართველო. მადლობა  უფალს ბედნიერი დღეებისთვის და მადლობა სამეგრელოს, ასეთი თბილი დახვედრისთვის“. – აღნიშნა ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილემ ნინო დევნოზაშვილმა.

Share.

Comments are closed.